მონაწილეთა შერჩევა, პროექტი “თანასწორთა განათლება დემოკრატიის აღმშენებლობისათვის”

მშვიდობისა და განვითარების აკადემია ახორციელებს მონაწილეთა შერჩევას პროექტისთვის “თანასწორთა განათლება დემოკრატიის აღმშენებლობისათვის”, რომელიც ხორციელდება დანიის ჰელსინკის კომიტეტთან პარტნიორობით და ფონდ “CISU - სამოქალაქო საზოგადოება განვითარებისათვის” დაფინანსებით.

პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდებში აქტიური მოქალაქეობის პოპულარიზაციას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას.

პროექტის ხანგრძლივობაა 9 თვე.

პროექტის პირველ ეტაპზე მონაწილეებს ჩაუტარდებათ 5 დღიანი სატრენინგო კურსი თანასწორ განმანათლებლებისათვის აქტიურ მოქალაქეობასა და სამოქალაქო განათლებაში. პროექტის მეორე ეტაპზე მონაწილეებს მიეცემათ საშუალება განახორციელონ მცირე ადგილობრივი პროექტები აქტიური მოქალაქეობის კუთხით.

მესამე ეტაპზე ახალგაზრდა თანასწორ განმანათლებლები მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას გადასცემენ ახალგაზრდებს არაფორმალური განათლების მეთოდების გამოყენებით.

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს.

განაცხადის ფორმის შევსების ბოლო ვადაა 10 მაისი.

პროექტში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა ქვემოთ მოცემული ბმულის მეშვეობით:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeLe6C8neC1QcbI-egl4lqfKETCgfAPSfwaZGhGIgrbqNfxAw/viewform?c=0&w=1


Featured Posts
Recent Posts
Archive
Search By Tags
No tags yet.
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square

Join us on Facebook

Ketevan Tsamebuli Ave. 68, Second Entrance, Floor 15, Office 112 | Tbilisi 0144 | Georgia
+995 32 2307970 | apd@apd.gewww.apd.ge
© 2015 by APD 
  • Facebook Clean